საბრძოლო ძლიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:29, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ძლიერება – სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების შემადგენელი ნაწილი. იმ მატერიალური და სულიერი ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ შეიარაღებული ძალების მდგომარეობას და საბრძოლო ამოცანების შესრულების ოპერატიულ უნარს. განისაზღვრება შეიარაღებული ძალების რიცხობრივი და თვისებრივი ფაქტორებით, მათი დაკომპლექტებით და ტექნიკური აღჭურვილობით, ჯარების (ძალების) მომზადების დონით, საბრძოლო მზადყოფნით და ბრძოლისუნარიანობით, სამხედრო ხელოვნების განვითარებით და სხვა. საბრძოლო ძლიერება პირდაპირ ან ირიბად არის დამოკიდებული სახელმწიფოს ეკონომიკურ პოტენციალზე, პოლიტიკაზე, სამხედრო დოქტრინაზე. ჯარების საბრძოლო ძლიერება განისაზღვრება როგორც მათი უნარი, აწარმოონ საომარი მოქმედებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები