ზალპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზალპი - რამდენიმე საარტილერიო ქვემეხის, სატორპედო აპარატის, ბომბსატყორცნის, სასროლი და სხვა იარაღის ერთდროული გასროლა, რაკეტების გაშვება, საავიაციო საფრენი აპარატების (ჯგუფის) მიერ ბომბების ერთდროული ჩამოყრა.

ლულიანი არტილერიის და სასროლი იარაღის ზალპი შეიძლება განხორციელდეს საბრძოლო საარტილერიო გასროლებით ან ფუჭი საბრძოლო მასალებით.

ზალპი შეიძლება განხორციელდეს მისროლის, მიზნის დასაზიანებლად სროლის, ადგილმდებარეობის უწყვეტი განათების, შუქური ორიენტირების დაყენების დროს, აგრეთვე გადამღობი ცეცხლის წარმოებაზე, ცეცხლის ტალღის და თანამიმდევრულად თავმოყრილ ცეცხლზე გადასვლის დროს.

ზალპი მოწინააღმდეგეზე უეცრად, დიდი რაოდენობის საშუალებებით ძლიერი საცეცხლე დარტყმის მიყენების საშუალებას იძლევა, აადვილებს სროლის შედეგების თვალთვალს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები