გიორგი VII
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიორგი VII - საქართველოს მეფე 1393–1407, ბაგრატ V-ის ძე. მისი მეფობა დაემთხვა საქართველოს ძნელბედობის ხანას – თემურლენგის შემოსევებს (თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში). თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ საქართველო ჩაბმული აღმოჩნდა ომებში მის მემკვიდრეებთან და მომთაბარე თურქმანულ ტომებთან. 1407 წელს შავბატკნიანთა გაერთიანების თურქმანებთან ბრძოლაში ქართველებმა მძიმე მარცხი განიცადეს.
გიორგი VII ბრძოლის ველზე დაეცა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.