ნასრან-ბათირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნასრან-ბათირ-ი / ნასრან-ბიჲ (ბალყ.-ყარაჩ. Насран-батыр/Насран-бий) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართი აჩეჲს უფროსი ძმა, აჩემეზის ბიძა; წინამძღოლობს მრავალრიცხოვან რაზმს და და ძმის სისხლის აღებას ცდილობს.
ლიტერატურა
Карачаево-балкарский героический эпос. М., 2004.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017