ბარბაროსა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:52, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარბაროსა („Barbarossa Fall“) – საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჰიტლერული გერმანიის აგრესიული ომის გეგმის კოდური სახელწოდება („რომის საღვთო იმპერიის“ იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას სახელის მიხედვით).
“ბარბაროსა”-ს შემუშავება დაიწყო 1940 წლის 21 ივლისს, დამტკიცდა 1940 წლის 18 დეკემბერს. ჩანაფიქრი - წითელი არმიის მთავარი ძალების ელვისებური განადგურება მდ. დნეპრისა და დასავლეთ დვინის დასავლეთით, ხოლო შემდეგ არხანგელსკ-ვოლგაასტრახანის ხაზზე გასვლა. ომში გამარჯვება ივარაუდებოდა 2-3 თვის განმავლობაში (ე.წ. ბლიცკრიგის სტრატეგია).
ომის დაწყება გადაწყვეტილი იყო 1941 წლის მაისში, მაგრამ ბალკანეთის კამპანიის გამო ამ ვადამ 22 ივნისისთვის გადაიწია. ასეთმა შეფერხებამ, წითელი არმიის წინააღმდეგობასთან ერთად, საბოლოო ჯამში გამოიწვია “ბარბაროსა”-ს ჩაშლა.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017