ბულგარეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბულგარეთი - (Republic of Bulgaria - ბულგარეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით აკრავს შავი ზღვა. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუმინეთი, დასავლეთით - სერბეთი, მაკედონია, სამხრეთით - საბერძნეთი, სამხრეთ- აღმოსავლეთით - თურქეთი.

ფართობი - 110,9 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 7,4 მლნ. კაცი (2012), 85% ბულგარელები.

ოფიციალური ენა - ბულგარული.

დედაქალაქი - ქ. სოფია.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 მხარედ. ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო - სახალხო კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).

აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა).

თანამედროვე ბულგარეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1908 წლიდან. იგი ნატოს წევრი ქვეყანაა.

ბულგარეთში განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული მეურნეობა, ტურიზმი, შავი ზღვის კურორტები საერთაშორისო მნიშვნელობისაა.

მთავარი პორტები - ბურგასი, ვარნა.

მთავარი საერთაშორისო აეროპორტი - სოფია.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 26,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 16,3 ათ., სამხედროსაჰაერო 6,7 ათ. და სამხედრო-საზღვაო 3,5 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები