ბირთვული აფეთქების აღმოჩენის საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბირთვული აფეთქების აღმოჩენის საშუალებები – ბირთვული იარაღის გამოცდის, მისი განვითარების და გავრცელების კონტროლის სტაციონარული საშუალებები. უზრუნველყოფს აკუსტიკური, ჰიდროაკუსტიკური, მაგნიტური სიგნალების, ელექტრომაგნიტური და სინათლის გამოსხივების, აეროზოლური ნაწილაკების ჩამოცვენის და ბირთვული აფეთქების თანმხლები კეთილშობილი აირების გამოფრქვევის რეგისტრაციას. ამის საფუძველზე განისაზღვრება ბირთვული აფეთქების ეპიცენტრის კოორდინატები, სიმძლავრე და აფეთქების სახეობა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები