მდგნალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:23, 16 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდგნალი


მდგნალი – (Salix caprea L.); ოჯახი: ტირიფისებრნი (Salicaceae). 6-10 მ სიმაღლის ხეა ან ბუჩქი. ერთწლიანი ტოტები მორუხოა. ფოთლები დიდია, ფართო, ელიფსური, ზედა მხრიდან შიშველია, მუქი მწვანე, ქვედა მხარე ქეჩისებური შებუსვის გამო ლეგა ფერისაა, კიდეები დაკბილულია. კვირტები დიდი ზომისაა, იშლება გაფოთვლამდე. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყისპირებში, ხევებში, რუებისა და არხების გაყოლებით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგას. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები