საკმლის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკმლის ხე


საკმლის ხე – (Pistacia mutisa fisch. & C.A. Mey.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). 5-10 მ სიმაღლის ხეა, მრგვალი ან ნახევარსფეროსებური დიდი ზომის ვარჯით. ფოთლები კენტფრთისებურია, 3-9 ფოთოლაკით, ტყავისებური, კიდემთლიანი. ფოთოლაკები კვერცხისებურია ან მოგრძო-ლანცეტა, მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა უფრო ღია ფერის. ყვავილები პატარაა, ერთსქესიანი. ყვავილედი იღლიური საგველაა. ყვ. IV-VI; ნაყ. VI-VIII. დაბლობისა და მთისწინეთის მცენარეა. იზრდება ქვიან ფერდობებზე, ველებისა და ნახევრად უდაბნოების სარტყელში ქმნის ნათელ ტყეებს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ტარიბანაზე. აქ ფლორის ერთ-ერთი წამყვანი მცენარეა. საქართველოში მისი ნახვა შესაძლებელია ქართლში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები