მსოფლიო ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო ომი - გლობალური ხასიათისა და მასშტაბის საერთაშორისო წინააღმდეგობების სამხედრო ძალადობის გამოყენებით გადაწყვეტის ფორმა. მის არსს შეადგენს მსოფლიოს პოლიტიკურ-სამართლებრივი მოწყობის და განვითარების საერთო გეზის, ხოლო საბოლოო ანგარიშით – კაცობრიობის ცივილიზაციის მომავლის საკითხი. ნიშნებს, რომლებიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს საომარი შეტაკება როგორც მსოფლიო ომი, წარმოადგენს: სახელმწიფოების კოალიციების დაპირისპირება; მსოფლიოს ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვა, პრაქტიკულად ყველა დიდი სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა; მოპირისპირე მხარეების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების ხასიათი; საომარი მოქმედებების წარმოება უდიდეს ტერიტორიაზე, რომელიც სხვადასხვა კონტინენტზე და მსოფლიო ოკეანის აკვატორიებში საომარი მოქმედებების მრავალ თეატრს მოიცავს; სტრატეგიული ოპერაციების, ოპერაციების და სხვა საბრძოლო მოქმედებების მასშტაბურობა და ინტენსივობა დიდი დამანგრეველი ძალის იარაღის და სამხედრო ტექნიკის მაქსიმალური გამოყენების პირობებში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები