აკინაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკინაკი – 1. რკინის მოკლე (40–60 სმ) ორლესული მახვილი, რომელსაც ვადა გულის მოყვანილობისა ჰქონდა, ხოლო კოტას თავი – ნახევარმთვარისებრი ან ბრტყელი. გავრცელებული იყო ირანში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ძვ.წ. VII–III.
2. ლახვრის ერთ-ერთი სახეობა, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017