ანტიგუა და ბარბუდა
ანტიგუა და ბარბუდა (Antigua and Barbuda) – სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ამავე დასახელების კუნძულებზე და კუნძულ რედონდაზე, კარიბის ზღვაში მდებარე მცირე ანტილის კუნძულების ჯგუფში.
საერთო ფართობი - შეადგენს 443 კმ2, ხოლო მოსახლეობა 88,5 ათ. კაცს (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი – ქ. სენტ-ჯონსი. ბრიტანული თანამეგობრობის წევრი.
სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით.
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი.
აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.
დამოუკიდებლობა აღიარეს 1981 წლის I ნოემბერს.
საზღვაო პორტებია: სენტ-ჯონსი (ანტიგუას კუნძულზე), კოდრინგტონი (ბარბადუს კუნძულზე).
შეიარაღებული ძალები შეადგენს 170 კაცს (2012).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017