აჩემეზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჩემეზ-ი / ეცემეჲ (ბალყ.-ყარაჩ. Ачемез/Ецемей) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, აჩეჲს ვაჟი – მამის მკვლელის შურისმაძიებელი, ძლიერი, მამაცი და კეთილშობილი ნართი. არ უთმობს რა სოსურუყს დატყვევებულ ლამაზმანს (თავისი მოსისხლის ცოლს), აჩემეზი მის რაზმთან ბრძოლაში კვდება.
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос Карачаевцев и балкарцев. М., 1994.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017