ალთან გასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 26 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალთან გასი (ყალ. Алтан гаси – „ოქროს სოლი“) – ყალმუხური მითოლოგიის პოლარული ვარსკვლავი, ცის უძრავი ცენტრი, კოსმიური (მსოფლიო) ღერძის ზედა წერტილი, რომლის გარშემო ცის თაღის წრებრუნვა ხდება. მისი მდგრადობა მსოფლიო წესრიგის მუდმივობას უზრუნველყოფს.
ლიტერატურა
Неклюдов С. Ю. Алтан мелхий // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017