ქრისტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 26 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტე - ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების - ქრისტიანობის ფუძემდებელი, ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთი წევრი - ძე ღმერთი, რომელიც თავის ნებით განკაცდა ყოვლადწმიდა მარიამისაგან და სულიწმიდისაგან და ღმერთი გახდა ღმერთ-კაცი, რომელიც ერთდროულად სრული ღმერთი და სრული კაცია. მის მიმდევრებს ეწოდება ქრისტიანები. ეს სახელწოდება ქრისტეს მოწაფეებს პირველად უწოდეს ანტიოქიაში 43 წელს წარმართებმა. ებრაელები კი ქრისტიანებს ნაზარეველებს უწოდებდნენ.

ქრისტიანი ეწოდება იმ ადამიანს, რომელიც მონათლულია ყოვლადწმიდა სამების სახელზე, იცის და ასრულებს ქრისტეს მცნებებს.

ქრისტიანის გზა ნათლობითა და სინანულით იწყება. ყოვლადწმიდა სამების სახელზე ნათლობა არის კარიბჭე ადამიანის ქრისტიანობაში შესასვლელად. ამ დროს ადამიანი განუდგება სატანას, მის საქმეებს და ქრისტესაკენ მიბრუნდება; უარყოფს ცოდვას და იღებს გადაწყვეტილებას, ღვთისმოშიში ცხოვრების დასაწყებად. წმიდა მამათა აზრით, ნათლისღება არის საკუთარ ცოდვებთან ბრძოლის დასაწყისი. მირონის ცხებით ახალმონათლულზე გადმოდის სულიწმიდა, რომელიც აძლიერებს მას ამ ბრძოლაში. ცოდვებთან ბრძოლაში გამარჯვებული რომ გამოვიდეს, ადამიანის ძალისხმევასთან ერთად საჭიროა უფლის დიდი დახმარება, რომლისთვისაც ეკლესიამ დააფუძნა 7 საიდუმლო, რომელთაგან უპირატესია ზიარება. ამ საიდუმლოთი იწყება ჩვენი გაერთიანება ღმერთთან ანუ ჩვენი განღმრთობა (იხ. 7 საეკლესიო საიდუმლო).

ღვთისმეტყველების მაგისტრი ალექსი ოსიპოვის აზრით, ქრისტიანია მხოლოდ ის, ვინც გააცნობიერებს, რომ იღუპება ცოდვათა ზღვაში და სჭირდება ქრისტე, როგორც მხსნელი. ქრისტემ თავისი ჯვარცმით გამოისყიდა სამოთხეში ჩადენილი პირველქმნილი ცოდვა, შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი და ყველას მისცა იმის საშუალება, რომ სინანულით და კეთილი საქმეებით, უფლის კაცთმოყვარეობითა და შემწეობით დაიმკვიდროს სამოთხე.

ქრისტეს ჯვარზე გაკვრა ებრაელთა ერთმა ნაწილმა ორი ძირითადი მიზეზის გამო მოითხოვა: 1. ქრისტე ქადაგებდა ყველას სიყვარულს, მათ შორის მტრისასაც. ებრაელებს კი ეს არ სურდათ, რადგანაც მაშინ ებრაელებს არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ რომაელებისათვის და მათ ყურმოჭრილ მონებად დარჩენილიყვნენ. ებრაელებმა ვერ გაიგეს, რომ ქრისტე პირადი მტრის სიყვარულისაკენ მოგვიწოდებდა და არა სამშობლოს მტრის სიყვარულისაკენ; 2. ქრისტე ხმამაღლა ქადაგებდა, რომ ის იყო ძე ღმერთი და განკაცდა იმისათვის, რომ ებრაელები და მათთან ერთად მთელი მსოფლიო გამოეხსნა ჩადენილი ცოდვებისა და წყევისაგან. ებრაელები ამას ვერ იჯერებდნენ და გაიძახოდნენ: „კაცია და თავის თავს ღმერთს უტოლებსო“. მათი სჯულის მიხედვით, ვინც კი თავს ღმერთს გაუტოლებდა, აუცილებლად სიკვდილით უნდა დასჯილიყო.

წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები