პიკუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიკუსი(რომ.) ტყეთა და ველთა რომაული ღმერთი, რომელიც ადამიანებს მომავალს უწინასწარმეტყველებდა. სატურნუსის ძე, ფავნუსის მამა, პომონას მეუღლე.

პიკუსი ლატიუმის პირველ მეფედ მიაჩნდათ რომაელებს. ლეგენდის თანახმად, გრძნეულ კირკეს შეჰყვარებია იგი, მაგრამ უარი რომ მიუღია, კოდალად გარდაუსახავს.

თავდაპირველად პიკუსს წარმოსახავდნენ ხის სახით კოდალასთან ერთად, რომელსაც წინასწარმეტყველ ფრთოსნად თვლიდნენ. მოგვიანებით მას ახალგაზრდა ყმაწვილის სახით ვხედავთ ფრესკებზე, რომელსაც ხელში კოდალა უჭირავს. პიკუსის ამბავი და მისი გამოსახულებები მიუთითებენ ამ მითოსის ტოტემურ წარმომავლობაზე.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები