ნენია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:02, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნენია – (რომ.) დასატირებელი სიმღერა, რომელსაც მოზარე ქალები ასრულებდნენ ძველ რომში.
სამგლოვიარო სიმღერათა განმასახიერებელ ქალღმერთსაც ნენია ერქვა. რომში არსებობდა მისი სახელობის ტაძარი. ლიტერატურაში ნენია ზოგჯერ ნაღვლიან ლექსთა სინონიმადაც გვევლინება.