ვატიკანი (ღვთაება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:03, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვატიკანი – (რომ.) ახალშობილის პირველი ამოძახილის ღვთაება. რომაელთათვის ბავშვის ყოველი მოძრაობა რომელიმე ღვთაების მფარველობას გულისხმობდა.
ვატიკანი იყო აგრეთვე რომის ბორცვთაგან ერთ-ერთის, კერძოდ, მონტე-ვატიკანოს ადგილობრივი ღვთაების სახელი. ეს ის ადგილია, სადაც ახლა განლაგებულია რომის კათოლიკური ეკლესიის ცენტრი რომის პაპის რეზიდენციით.