ურანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:37, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ურანია – (ბერძნ.)
1. ზეციური, ამაღლებული სიყვარულის განმასახიერებელი აფროდიტეს ეპითეტი „აფროდიტე ურანია“. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ეპითეტის განსამარტებლად შეითხზა მითოსი ურანოსის ზღვაში გადასროლილი ფალოსის გარშემო აქაფებული ზვირთებიდან აფროდიტეს დაბადების თაობაზე.
2. ასტრონომიის მუზა. მას წარმოსახავდნენ ყმაწვილქალად, რომელსაც ხელში ეკავა ცის სფერო.