ლატინუსი – (რომ.) ლატინების ეპონიმოსი ანუ სახელმდებელი. ბერძნული ტრადიციის თანახმად, ლატინუსი ოდისევსისა და კირკეს ვაჟია, ხოლო რომაული ტრადიციის მიხედვით – ფავნუსისა
და ნიმფა მარიკასი. ლატინუსმა შეიფარა ენეასი და საკუთარი
ქალიშვილი, ლავინია, მიათხოვა ცოლად (ენეასი).
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის