ამულთაყი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამულთაყ-ი (ოს. Амултахъ) – მკვდართა საუფლოს კარიბჭის მცველი, სქელთითა და მძლავრი აგებულების მამაკაცი ოსურ მითოლოგიაში. მხოლოდ მისი ძალ-ღონითა და ამინონის ნებართვით შეიძლებოდა საიქიოს კარების გაღება.
ლიტერატურა
Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017