პასიფაე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პასიფაე – (ბერძნ.) „ყოვლად მბრწყინავი“.
1. კრეტის მეფის, მინოსის მეუღლე. ჰელიოსის ასული. კირკეს და. ანდროგეოსის, მინოტავროსის, ფედრასა და არიადნეს დედა.
2. ლაკონიელი ქალღმერთი – მისანი. ატლასის ასული (იშვიათად მას კასანდრასთან აიგივებდნენ). ზოგი მითოგრაფოსი ორივე პასიფაეს ერთ პიროვნებად მიიჩნევს.