კეიქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:44, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კეიქსი – (ბერძნ.) ჰესპეროსის ძე.
კეიქსსა და მის მეუღლეს ალკიონეს ძალზედ უყვარდათ ერთმანეთი. ამ სიყვარულით ისეთი ბედნიერები იყვნენ ისინი, რომ თავი ზევსად და ჰერად მიაჩნდათ. ღმერთებთან გატოლებას კი არ პატიობდნენ ცისიერები. ქედმაღლობისთვის დასაჯეს გაღმერთების მოსურნე ცოლ-ქმარი იმით, რომ გარდასახეს ჩიტებად. არსებობს ამ მითოსის სხვა ვერსიაც: კეიქსი საზღვაო მოგზაურობიდან რომ აღარ დაბრუნდა, ალკიონე ზღვაში გადაეშვა, მაგრამ ღმერთებმა საბოლოოდ არ გასწირეს მოყვარული ცოლ-ქმარი. ისინი ალკუნებად გარდასახეს.
დარდით შეპყრობილ ადამიანთა ფრინველებად წარმოდგენა გავრცელებული იყო ძველ ხალხებში, რომლებიც ლამობდნენ იმის ახსნას, თუ რატომ მოჰგავდა ჩიტების დვრინვა ადამიანთა კვნესას ან გმინვას.