ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 5 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა – ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა); მდინარე გლდანისხევიდან სხვიტორის ქუჩამდე. ადრე ვლადიმერ ლენინის სახელი ერქვა, შემდეგ – ვლადიმერ ულიანოვისა, 1994 წელს — სოლომონ ზალდასტანიშვილის, 1995 წელს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა სააქციო საზოგადოება „სპეცჰიდრომშენი“. აქვს 1 გასასვლელი, 4 შესახვევი, 8 ჩიხი.
იხილე აგრეთვე
ელეფთერ ანდრონიკაშვილის გასასვლელი