კოვალევსკი ეგორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:36, 4 თებერვალი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგორ კოვალევსკი

ეგორ კოვალევსკი – (რუს. Егор Петрович Ковалевский, 1809 - 1868), რუსი მოგზაური, მწერალი, დიპლომატი, აღმოსავლეთმცოდნე, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1857 წ.), ცენტრალური აფრიკის მკვლევარი.

დაიბადა ხარკოვის მახლობლად, სოფელ იაროტოვკაში. 1829 წ. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, შემდეგ მსახურობდა სამთო დეპარტამენტში. 1839 წ. მუშაობდა მთაშავეთში, რომლის შესახებაც დაწერა წიგნი „ოთხი თვე მთაშავეთში“. 1839-1840 წ.წ. კოვალევსკი მონაწილეობას იღებდა ხივაში გენერალ პეროვსკის ლაშქრობაში. 1847 წ. ეგვიპტის ხედივმა, მუჰამედ ალიმ, მიიწვია კოვალევსკი ეგვიპტესა და აბისინიაში გეოლოგიური კვლევა-ძიების საწარმოებლად. მდინარე ნილოსით კოვალევსკიმ მიაღწია ცენტრალურ აფრიკაში მდინარე ტუმატის სათავემდე. აქედან მოგზაურმა მოაწყო ექსპედიცია მაშინ ჯერ კიდევ უცნობ აფრიკის რაიონებში. კოვალევსკი იყო პირველი რუსი მოგზაური, რომელმაც პირველად აღწერა და გამოიკვლია აბისინია. აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ ის იყო ჩინეთში. 1856 წლიდან 1862 წლამდე კოვალევსკი იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. მის კალამს ეკუთვნის შემდეგი შრომები:
1) „მოგზაურობა შიდა აფრიკაში“ (ორ ტომად; პეტერბურგი, 1849 წ.);
2) „ხმელეთზე და ზღვებზე მოგზაური“ (სამ ტომად);
3) „მოგზაურობა ჩინეთში“ (1853 წ.).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები