სტატისტიკური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:29, 22 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტატისტიკური რუკა – (statistical map), სტატისტიკური მონაცემებით შედგენილი რუკა, რომლის ზოგადგეოგრაფიული საფუძვლის ელემენტებიდან მთავარი და აუცილებელია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ის ერთეულები, რომლებშიც ჩატარდა ყველა სახის სტატისტიკური აღრიცხვა. სახვით საშუალებებად გამოყენებულია კარტოგრამა და კარტოდიაგრამა.