დინამიკური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:00, 22 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუკა-კადრები - ტროპიკულ ციკლონ „ერნესტოს“ გადაადგილება კარიბის ზღვაში

დინამიკური რუკები – (dynamical maps), მოვლენების და პროცესების დროსა და სივრცეში ცვალებადობის ამსახველი რუკები. ტრადიციულ კარტოგრაფიაში წარმოდგენილია ერთი რუკით ან რუკათა სერიით. მაგ.: ქალაქის ტერიტორიული საზღვრების შეცვლა საუკუნეებისა და წლების განმავლობაში გამოისახება ერთ კომპლექსურ, ან რამდენიმე ანალიზურ რუკაზე. დინამიკურ რუკებზე მოვლენების და პროცესების დროის მიხედვით ცვალებადობა სხვადასხვა კარტოგრაფიული სახვითი საშუალებით გამოისახება (გეომეტრიული ფიგურები, მოძრაობის ხაზები, თვისებრივი ფონი). გეოინფორმაციული კარტოგრაფირება დინამიკურ რუკებს ანიმაციური რუკების სახით წარმოადგენს. მოვლენები და პროცესები არის რუკა-კადრები. გამოიყენება ტრადიციული კარტოგრაფიული სახვითი საშუალებები, მაგრამ მათგან განსხვავებით ისინი მოძრაობენ, გადაადგილდებიან სივრცეში რეალურ ან რეალურთან მიახლოებულ დროში.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები