აბაზასძე ნავროზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 19 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაზასძე ნავროზ - ამირეჯიბი და ამირახორი XIII ს-ის დამლევს. სავარაუდოდ, ჭილა აბაზასძის შვილი ან ძმა. ამ თანამდებობით მოიხსენიება იგი 1297 წ. დავით VIII-ის მიერ ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიაშვილისათვის მიცემულ წყალობის დაწერილში. მონღოლების მხარდაჭერით გამეფებულმა ვახტანგ III-მ იგი დაამცრო და მისი მამული შალვა ქვენიფნეველს უბოძა, რის შემდეგაც ნავროზი სპარსეთში წასულა.
წყაროები
ქისკ 1984: 183-1185; ჟამთააღმწერელი 1959: 444.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017