მოციქულთა შემთხუევმანი (დიპლომატია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:51, 25 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„მოციქულთა შემთხუევმანი“. ელჩებისა და მოციქულების მიღება-შეხვედრისა და მოლაპარაკების წარმოების აღმნიშვნელი ტერმინი. ეს პროცესი დიდი მნიშვნელობის მოვლენად ითვლებოდა და საგანგებო წესით სრულდებოდა. მოციქულთა მიღების შემდეგ არაერთი საკითხი მოითხოვდა მოსმენა-განხილვას. მისი პრაქტიკული აღმასრულებელნი განსაზღვრული თანამდებობისა და გამოცდილების მოხელენი იყვნენ.
ლიტერატურა
ჯავახიშვილი ივ. ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკე. 2–თხზ. 7, თბ, 1984.