შნებელეს ინციდენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:45, 15 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გილომ შნებელე

შნებელეს ინციდენტი – საფრანგეთ-გერმანიის კონფლიქტი, პროვოცირებული გერმანიის მიერ ე.წ. სამხედრო განგაშის დროს 1887.

კონფლიქტის საბაბად იქცა საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე გერმანიის მთავრობის მიერ საფრანგეთის საბაჟოს მოხელის – შნებელეს დაპატიმრუბა. გერმანიის მთავრობამ შნებელეს ჯაშუშობა დასწამა. ბისმარკს სურდა, შეექმნა პრევენტული ომის საბაბი, რათა შეეფერხებინა საფრანგეთის სამხედრო ძლიერების ზრდა. თავის მხრივ, საფრანგეთის სამხედრო მინისტრმა – ჟ. ბულანჟემ და მისმა მომხრეებმა შნებელეს ინციდენტი გამოიყენეს ანტიგერმანული პროპაგანდის გასაძლიერებლად. ინგლისისა და რუსეთის ჩარევამ აიძულა გერმანიის მთავრობა, დროების მაინც უარი ეთქვა საფრანგეთთან ურთიერთობის გამწვავების პოლიტიკაზე. შნებელე გაათავისუფლეს 1887 წლის 30 აპრილს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები