ღია ფურცელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:13, 5 სექტემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღია ფურცელი – საშვი, ქვეყანაში შესვლის ან გამოსვლის უფლება, დოკუმენტი გაიცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ უცხოელზე, რომელიც სარგებლობს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ანდა სახელმწიფოში სტუმრად მყოფ პირზე.

ღია ფურცელი შეიცავს თხოვნას საკუთარი ქვეყნის საბაჟო ხელისუფლებისა და მესაზღვრეებისადმი, რომ ამ ფურცლის მქონე ადამიანს აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება საზღვრის გადალახვისას. ჩვეულებრივ, პირი, რომელსაც ღია ფურცელი ეძლევა, თავისუფლდება საბაჟო შემოწმებისაგან, რამდენადაც ღია ფურცლით გათვალისწინებული პრივილეგიები უზრუნველყოფილია მისი მფლობელისათვის შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიური პასპორტითა და დიპლომატიური ვიზით. მრავალმა სახელმწიფომ შეწყვიტა ღია ფურცლის გაცემის პრაქტიკა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები