საბჭოთა კავშირ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულებები და შეთანხმებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულებები და შეთანხმებები

სარჩევი

სავაჭრო ეკონომიკური ხელშეკრულება

(დროებითი) დაიდო პრაღაში 1922 წლის 5.VI.

1935 ურთიერთდახმარების ხელშეკრულება

დაიდო 1935 წლის 6.V პრაღაში. ფაშიზმის საშიშროებამ და სსრკ-საფრანგეთის ინიციატივამ (ე.წ. „აღმოსავლეთის პაქტი“) განაპირობა ჩეხოსლოვაკიის დიპლომატიური გააქტიურება. თუმცა II მუხლში აღნიშნული იყო, რომ „აგრესიის შემთხვევაში მესამე სახელმწიფოსაგან დაზარალებულს სახელშეკრულებო პარტნიორი დაეხმარებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი გაუწევდა დახმარებას, ამ პირობამ ხელი შეუწყო გერმანიას 1939 ჩეხოსლოვაკიის ანექსირებაში (1938 მიუნხენის გარიგება).

გერმანიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შეთანხმება

დაიდო 1941 წლის 18.VII ლონდონში. ითვალისწინებდა სსრკ-ის ტერიტორიაზე ჩეხოსლოვაკიური შენაერთის შექმნას.

1943 წლის I2.XI ხელშეკრულება მეგობრობის, ურთიერთდახმარების და ომის შემდგომი, თანამშრომლობის შესახებ

დაიდო მოსკოვში, 20 წლის ვადით. ითვალისწინებდა აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. მას თან ერთვოდა პროტოკოლი, რომელიც ორივე მხარის მოსაზღვრე ქვეყანას ხელშეკრულებასთან შეერთების უფლებას აძლევდა, ხელშეკრულება გაგრძელდა 1961-მდე 20 წლით.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები