საბჭოთა კავშირ-იაპონიის ხელშეკრულებები, კონვენციები შეთანხმებები და პაქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:14, 17 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბჭოთა კავშირ-იაპონიის ხელშეკრულებები, კონვენციები შეთანხმებები და პაქტი
- 1925 წლის 20 იანვრის კონვენციით განისაზღვრა ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა. იაპონიამ ჩრდილოეთ სახალინი გადასცა სსრკ-ს, მისი ანტისაბჭოთა კოალიციაში მონაწილეობის საკომპენსაციოდ, დაიდო ახალი სავაჭრო, ხელშეკრულებები, კონცესიური კონტაქტები, რომლის ძალით გაუქმდა 1917-მდე დადებული ყველა შეთანხმება, გარდა პორტსმუთის ზავისა.
- კონვენცია თევზჭერის თაობაზე დაიდო მოსკოვში 1928 წლის 23 იანვარს.
- ხალხინ-გოლზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის ხელშეკრულება დაიდო მოსკოვში 1932 წლის 15.IX.
- ნეიტრალიტეტის პაქტი 1941 წლის 13.IV მოსკოვში (პირობების მრავალგზის დარღვევის გამო 1945 წლის 5.V. სსრკ-მა გაუკეთა დენონსაცია).
- 1956-55 დაიდო სავაჭრო-სანაოსნო ხასიათის 5 ხელშეკრულება
- ტოკიოში 1966 წლის 27. VII დაიდო საკონსულო კონვენცია