კონცელიძე რესან (პოლიტიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:25, 27 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რესან კონცელიძე – დაიბადა 1938 წლის 1 მარტს ბათუმში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (1961).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე;
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი;
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, ქობულეთის ჩაქვის №115 საარჩევნო ოლქი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).