პაქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 24 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პაქტი − (ლათ. pactum – შეთანხმება) ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების სახელწოდება, რომელიც არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კოლექტიური ან ურთიერთუსაფრთხოების უზრუნველყოფა, თავდაუსხმელობის ვალდებულება, ურთიერთდახმარების ვალდებულება და სხვა. პაქტის საფუძველზე აგრეთვე შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი პრინციპები და ნორმები, რომელთაც ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვთ სახელმწიფოთა თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებში. მაგ: პაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ 1966.