პრობლემა (მათემატიკური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:59, 1 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრობლემა (ბერძ. προβλημα ნიშნავს „ის, რაც დასმულია წინდაწინ“, „დავალება“. იგი შედგება ორი სიტყვისაგან πρo – წინ და βαλλω – „ვაგდებ“, „ვისვრი“). – ამოცანა, რომელსაც მოცემულ დარგში აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ეს არის რთული თეორიული ან პრაქტიკული საკითხი, რომელიც საჭიროებს გარკვევას, ახსნას, შესწავლას.
ბერძნები პრობლემას ეძახდნენ მხოლოდ ტექსტს, რომელიც ფიგურის აგებას გვთავაზობს. ამ ტერმინს უკვე ხმარობდნენ პლატონი, ევკლიდე, არქიმედე.