მოსკოვის კონფერენცია 1941

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:15, 27 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის კონფერენცია 1941 - საბჭოთა კავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მიმდინარეობდა 29.IX-I-X კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საბჭოთა კავშირისათვის ამერიკული და ბრიტანული სამხედრო მასალების მიწოდების საკითხი ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ ომში მატერიალური რესურსების გაერთიანებისა და უკეთესად გამოყენების მიზნით. კონფერენციაზე ხელი მოაწერეს ოქმს, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირისათვის შეიარაღების, სამრეწველო მოწყობილობისა და სურსათის მიწოდების ყოველთვიურ კვოტებს 1.X.I941-დან და 1942 წლის ივნისამდე პერიოდში. აშშ ამ საქონლის მიწოდებას ახორციელებდა ლენდლიზის შესახებ კანონის საფუძველზე, ხოლო დიდი ბრიტანეთი – ორმხრივი მიწოდებისა და კრედიტის შესახებ საბჭოთა კავშირთან დადებული შეთანხმების საფუძველზე (16.VIII.1941).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები