თუთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:58, 27 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თუთა – (Morus nigra); ფოთოლმცვენი ხე მცენარე, თუთისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ხის სიმაღლე 10-13 მ. ფოთლები – 10-20სმ სიგრძის, სიგანე 6-10სმ. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ბუსუსებით. ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი სხვადასხვა ფერის ცრუ რთული კურკიანაა. საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა თეთრი თუთა (Morus alba) და 'ხართუთა (Morus nigra).
თუთა – ბიბლიური მცენარე
„დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად რომ გაეხელებინათ“. (1 მაკაბელთა 6, 34)