მცირენაყოფიანი ბალამწარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:56, 27 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მცირენაყოფიანი ბალამწარა - (Cerasus microcarpa [C.A. Mey.] Boiss. = Prunus microcarpa C.A. Mey.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 1 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ქერქი ნაცრისფერია, ფოთლები – მოგრძო-ელიფსური ან კვერცხისებური. მცირე ზომის, სიგრძით 1-3 სმ და სიგანით – 3-10 მმ. ყვავილები დამოკლებულ ყლორტებზეა განლაგებული. ყვავილების რაოდენობაა 4-5, რომელიც შეფერილობით კაშკაშა ვარდისფერია. ყვ. III-V; ნაყ. V-VI. კახეთის რეგიონში ეს მცენარე გავრცელებულია ქიზიყსა და გარე კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე და გარეჯის მიდამოებში. ის გავრცელებულია ქართლშიც. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.