მირზაანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:36, 26 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალავერდის ეკლესია მირზაანში

მირზაანი – ცნობილი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, ქიზიყში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 770 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 22 კილომეტრი

სახელწოდება

ეს ტოპონიმი წარმოშობით ანთროპონიმულია. ფუძედ აღებულია ადამიანის საკუთარი სახელი მირზა, რომელსაც გვაროვნული ერთობის (სიმრავლის) აღმნიშვნელი –ან სუფიქსი დართვია: მირზა-ან-ი. იგი ნიშნავს: „სოფელი, რომელშიც მირზას შთამომავლებს უცხოვრიათ“, „მირზაშვილების სოფელი“. მირზა-ან-ი ისევეა გაფორმებული გვაროვნული -ან სუფიქსით, როგორც კახეთის (ქიზიყის) სხვა სოფლების სახელწოდებანი გურჯა-ან-ი, ზეგა-ან-ი კოჭბა-ან-ი მელა-ან-ი, მაჩხა-ან-ი, ოზა–ან-ი, ტიბა-ან-ი, ცლუნკა-ან-ი, ჭიკა-ან-ი, ჯუგა-ან-ი და სხვ.

სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანს ქიზიყის მოსახლეობაში გავრცელდა სრულიად მცდარი ვერსია, თითქოს მირზაანი, ტიბაანი, მაჩხაანი, ჯუგაანი და სხვა ამათი მსგავსი სახელწოდებები ხანი („ბატონი“) სიტყვის დართვით (ტიბა-ხანი, მაჩხა-ხანი, ჯუგა-ხანი..) გვქონდეს მიღებული.

როგორც ზემოთ ვთქვით, მირზა-ან-ი ანთროპონიმული წარმოშობის ქართული სახელია და მას თურქულ ხან-თან საერთო არაფერი აქვს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები