მოსკოვის კომპანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:15, 24 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის კომპანია, რუსული კომპანია, ინგლისის სავაჭრო კომპანია, რომელმაც 1554 თავისი მთავრობისაგან მიიღო ქარტია რუსეთის სახელმწიფოსთან მონოპოლიური ვაჭრობის უფლებაზე. ივანე IV-მ, რომელსაც სურდა დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური და სავაჭრო კავშირების გაფართოება, მოსკოვის კომპანიას მიანიჭა რუსეთთან საბაჟო ვაჭრობის უფლება, ხოლო 1569 – მდინარე ვოლგაზე გამავალი გზით აღმოსავლეთის ქვეყნებთან სატრანზიტო ვაჭრობის უფლება. მას შემდეგ, რაც ინგლისის დედოფალმა ელისაბედ I-მა უარი თქვა რუსეთის ელჩებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე, ივანე IV-მ 1570 ჩამოართვა მოსკოვის კომპანიას ყველა პრივილეგია. შემდგომში ინგლისის თხოვნით ეს პრივილეგიები ნაწილობრივ აღდგა, თუმცა რუსი ვაჭრების წინააღმდეგობის გამო მოსკოვის კომპანიამ ვერ შეძლო რუსეთის ბაზრის დაუფლება. XVII საუკუნის დასაწყისში პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციის დროს მოსკოვის კომპანიის აგენტებმა წარადგინეს რუსეთის ჩრდილოეთისა და მდინარე ვოლგაზე გამავალი გზის დაპყრობის პროექტები (1611 და 1612). ინტერვენციის მარცხმა 1612 ჩაშალა ეს გეგმები. 1649 მოსკოვის კომპანიის აგენტები გააძევეს რუსეთის სახელმწიფოდან და მან ფაქტობრივად შეწყვიტა მოღვაწეობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები