კუბური პარაბოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუბური პარაბოლა – ბრტყელი წირი, რომელიც წარმოადგენს y = ax3 ფუნქციის გრაფიკს (a ≠ 0). როცა a>0, კუბური პარაბოლის გრაფიკი გადის კოორდინატთა სისტემის პირველ და მესამე მეოთხედებში. კოორდინატთა სისტემის სათავე არის კუბური პარაბოლის სიმეტრიის ცენტრი.
ნახევრად კუბური პარაბოლი ეწოდება ბრტყელ წირს, რომელიც წარმოადგენს y2= ax3 ფუნქციის გრაფიკს (a≠ 0), როცა a>0.