ხანჩალის ჭაობის აღკვეთილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხანჩალის ჭაობის აღკვეთილი – აღკვეთილი ხანჩალის ტბის სანაპიროზე. იგი ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ მთავარ ტრასას წარმოადგენს. მიდამოებში უხვად გვხვდება თეთრი ყარყატის, წეროების, ხუჭუჭა ვარხვებისა და თოლიების უზარმაზარი კოლონიები. ტბის ნაპირებზე და ჭაობებში ძალზედ ბევრია: ჩიბუხა, გოჭა, პრანჭია და ოჩოფეხა. ჭაობებში იშენებენ ბუდეებს ჭაობის მტაცებელი ფრინველები ძელქორები და ველის კაკაჩები. აქ, ისინი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მტაცებლები არიან.