ბარძიმის მთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:18, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ბარძიმის მთა" – მთა სამსრის ქედზე, ახალქალაქისა და წალკის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 3285 მ სიმაღლეზე. იგი ჩამქრალი ვულკანია, რომლის კონუსიც რელიეფში კარგადაა გამოხატული. ვულკანური კონუსის შიგნით მდებარეობს 3 კმ დიამეტრის მქონე კალდერა, რომლის ფსკერიც მოფენილია ყინვისმიერი გამოფიტვის პროდუქტებითა და ძველმყინვარული მორენული მასალებით. მათ შორის მოქცეულია პატარ-პატარა ტბები. მთა თითქმის მთლიანად მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს. ვახუშტი ბაგრატიონი მწვერვალს ბარძიმის სახელით იხსენიებს. აღმოსავლეთის მხრიდან იგი საეკლესიო ბარძიმის ფორმისაა.