ორჯა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:06, 13 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორჯა – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სათხის თემის საკრებულოში, მდინარე ბარალეთისწყლის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, არაკვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1620-1880 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 5 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 778, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები.