კვირიკეწმინდა (ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
04:39, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვირიკეთი, (საკვირიკე, კვირიკეწმინდა) – ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ჩითახევის ელსადგურის საგუბართან. შემორჩენილია ძველი მონასტრის ნანგრევები – კვირიკეწმინდა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” მოხსენიებულია, როგორც სოფელი კვირიკეწმინდა. ამ დავთრის მიხედვით, იგი მდებარეობს აწყურის რაიონის ახალციხის ლივაში.