ბაკურიანისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:24, 26 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაკურიანისწყალი – მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუჯარეთის წყლის მარცხენა შენაკადი. სიგრძეა 17 კმ, ფართობი – 44 კმ2. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს უღელტეხილის მახლობლად. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა. ხეობის განიერ ნაწილში გაშენებულია კურორტი ბაკურიანი.