ინწირა – მდინარე საქართველოში, სამეგრელოში, მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერსში.მდინარე ინწირა (ინწრა) ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადია. 35 მ სიმაღლიდან ეშვება მდინარის ჩანჩქერი და ხავსების საუფლოში, ბზის ათასწლოვან კორომთა შორის მიედინება.