ვაზიანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზიანი – ყოფილი დამპალა (1945 წლამდე) - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ქსოვრისის თემის საკრებულო), მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან - 590 მეტრი, მცხეთიდან - 39 კილომეტრი.

ტოპონიმი შინაარსი დღესავით ნათელია: არსებით საზოგადო სახელ ვაზს დართვია მქონებლობის აღმნიშვნელი -იან სუფიქსი და იგი ისეთ საკუთარ სახელად უქცევია, რომელშიც გადმოცემულია ადგილმდებარეობის დახასიათება. ვაზ-იანი ნიშნავს: „ვაზით მდიდარი ადგილი“, „მინდვრები, სადაც ბევრი ვაზი დგას“, „ვენახებიანი ადგილი“.



წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები