გორმაღალი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:09, 3 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორმაღალი – სოფელია საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოსაკენ მიმავალ გზაზე. მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე ხევისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. სამტრედიიდან 18 კმ.

სოფელს თავდაპირველი ფორმა კორმაღალი ყოფილა. ასეა იგი დღეს დაცული ადგილობრივ მცხოვრებთა მეტყველებაშიც: „გევიდა, თუ იცი, კორმაღალის ავტობუსი?“ „არ ხარ ჯერეთ ნამყოფი კორმაღალში? ძანიალი კაი სოფელია კორმაღალი“ (ზურაბ იოსების ძე კახიანი, ს. ჯიქთუბანი, 1987 წ.).

ტოპონიმის პირველი ფუძე კორ-, ჩვენი ფიქრით, სიტყვა რკო უნდა იყოს, მეტათეზისის გზით მიღებული: რკო – კორ, ალბათ მომდევნო მ-ანის გავლენით. მაშასადამე კორმაღალი უნდა გავიგოთ როგორც „რკომაღალი“; ოღონდ იგი ნიშნავს არა მუხის ხეს („მუხამაღალი"), არამედ რკოს ჯიშის ვენახს: „ადგილი, სადაც რკოს ჯიშის მაღლარი ვენახი ყოფილა გაშენებული“. საინტერესოა, რომ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ლექსიკაში დღესაც დასტურდება ვენახის ერთ-ერთი სახეობის, ჯიშის აღმნიშვნელი სიტყვა რკო. რკოვენახი შავ ყურძენს ისხამს; იგი იშვიათ ჯიშებს განეკუთვნება. ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი კორმაღალი ანუ იგივე რკომაღალი უნდა ნიშნავდეს: „ადგილი, სადაც რკოს ჯიშის მაღლარი ვენახი ყოფილა გაშენებული“; „მაღლობი ადგილი, სადაც რკოვენახი ხარობს“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები